შალვა თადუმაძე - დღეს მოქმედი კანონმდებლობით, მაკო გომურს ვერ მიენიჭება დაზარალებულის სტატუსი
შალვა თადუმაძე - დღეს მოქმედი კანონმდებლობით, მაკო გომურს ვერ მიენიჭება დაზარალებულის სტატუსი

საქართველოს გენერალურის პროკურორის, შალვა თადუმაძის თქმით, მაკო გომურისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით სასამართლომ არსებული კანონმდებლობა გაითვალისწინა.

„სასამართლომ გაითვალისწინა ის სამართლებრივი მექანიზმები და კანონმდებლობა, რაც დღეს საქართველოში არსებობს. შესაბამისად, მას არ მიენიჭა დაზარალებულის სტატუსი. თუ კანონმდებლობა შეიცვლება ამ მიმართულებით, მაშინ მას მიენიჭება დაზარალებულის სტატუსი“, – განაცხადა შალვა თადუმაძე.

გენერალურმა პროკურორმა განმარტა, რომ დღეს მოქმედი კანონმდებლობით, მაკო გომურს ვერ მიენიჭება დაზარალებულის სტატუსი.