მაია ცქიტიშვილი - მაკო გომურს მკურნალობის ხარჯების ანაზღაურებაში ვეხმარებოდით, პროგრამა გაგრძელდება, ვწუხვარ, თუ რაიმე უხერხულობა იყო
მაია ცქიტიშვილი - მაკო გომურს მკურნალობის ხარჯების ანაზღაურებაში ვეხმარებოდით, პროგრამა გაგრძელდება, ვწუხვარ, თუ რაიმე უხერხულობა იყო

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, სამწუხაროა, ივნისის აქციისას დაზარალებულ მაკო გომურის მკურნალობის თანხებთან დაკავშირებით რაიმე სახის უხერხულობა თუ შეიქმნა. აღნიშნული კომენტარით ცქიტიშვილი გამოეხმაურა თავად მაკო გომურის განცხადებას, რომ მას თვალის პროთესი სტკივა და დახმარებას არ უწევენ.

მაია ცქიტიშვილმა საკითხზე საუბრისას ასევე აღნიშნა, რომ მაკო გომურს, ასევე სხვა დაზარალებულებს მკურნალობის ხარჯების ანაზღაურებაში ეხმარებოდნენ და  ეს პროგრამა გაგრძელდება.

„როგორც იცით, მაკო გომურის მკურნალობის კურსი დაფინანსდა. რა თქმა უნდა, მკურნალობის ხარჯების ანაზღაურებაში ვეხმარებოდით მაკოსაც და სხვა დაზარალებულებსაც. ეს ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებაა და დახმარების პროგრამა გაგრძელდება. ვწუხვარ, თუ რაიმე უხერხულობა იყო“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.