შალვა პაპუაშვილი - საქმე როდესაც ეხება ფაქტებსა და რეალობას, ნათელია საქართველოს ლიდერობა ყველა სხვა კანდიდატ ქვეყანასთან შედარებით, რიგ შემთხვევაში, ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან შედარებითაც კი
შალვა პაპუაშვილი - საქმე როდესაც ეხება ფაქტებსა და რეალობას, ნათელია საქართველოს ლიდერობა ყველა სხვა კანდიდატ ქვეყანასთან შედარებით, რიგ შემთხვევაში, ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან შედარებითაც კი

საქმე როდესაც ეხება ფაქტებსა და რეალობას, ნათელია საქართველოს ლიდერობა ყველა სხვა კანდიდატ ქვეყანასთან შედარებით და, რიგ შემთხვევაში, ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან შედარებითაც კი, მათ შორის, მმართველობის სხვადასხვა ინდექსებით, – ამის შესახებ  საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილს კითხვა დაუსვეს ესპანეთის მმართველობის კოორდინაციის ინსტიტუტის კვლევაზე, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველომ, მოლდოვისა და უკრაინისგან განსხვავებით, გაატარა წარმატებული რეფორმები, თუმცა ევროკავშირი გაწევრიანებაზე მოლაპარაკებებს არ ჩქარობს.

„ეს აჩვენებს, როგორი ცრუ ნარატივები ყალიბდება და ვრცელდება საქართველოს წინააღმდეგ. მანამდე დეზინფორმაციის ტალღა უფრო ჩრდილოეთიდან თუ მოდიოდა ხოლმე, სამწუხაროდ, ბოლო რამდენიმე წელია, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ომი დაიწყო უკრაინაში, საქართველოს წინააღმდეგ ცრუ ნარატივები ვრცელდება დასავლეთიდან. სხვადასხვა პოლიტიკოსი, პოლიტიკური ჯგუფები და ასე შემდეგ პირდაპირ სიყალბეს, ცრუ ბრალდებებს უყენებენ საქართველოს, თითქოს დემოკრატიული უკუსვლაა. ან კვლევებით დასტურდება, რომ ეს არის სიცრუე, ან ყოველ ჯერზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ადასტურებს ხოლმე, რომ არის სიცრუე. არცერთხელ ქართველ ხალხს ბოდიში არ მოუსმენია არცერთი დიპლომატისგან, დონორისგან, უცხოელი პოლიტიკოსისგან, რომელიც ცრუ ნარატივებს ავრცელებდა საქართველოში. პირიქით, ცრუ ნარატივების გავრცელებას აგრძელებენ ხოლმე“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

პაპუაშვილის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ქართველი ხალხის წინააღმდეგ ცრუ ბრალდებები შეწყდეს.

„ურთიერთობების გადატვირთვაზე როცა ვსაუბრობთ, მნიშვნელოვანია, შეწყდეს ცრუ ბრალდებები და ნარატივები ქართველი ხალხის წინააღმდეგ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.