შალვა პაპუაშვილი - დღეს გვქონდა შესაძლებლობა, გვესაუბრა იმ მომავალზე, რომელსაც ვხედავთ ოს ძმებთან და დებთან ერთად, ქართველი ხალხი ყველა კითხვაზე მიიღებს პასუხს
დღეს გვქონდა წინასაარჩევნო შეხვედრა შიდა ქართლში. განსაკუთრებული ემოციებით დატვირთული შეხვედრა იყო და ჩვენც ჩვენს გამოსვლებში ვცდილობდით, გვესაუბრა იმ დიდი ტკივილზე, რომელიც საქართველოს ღია იარად აქვს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გორში ჟურნალისტებთან საუბრის დროს განაცხადა.
მისივე თქმით, ყველა ის ღალატი, რომლებიც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ჩაიდინა, გამოძიებული იქნება.
„დღეს გვქონდა შესაძლებლობა გვესაუბრა იმ დიდი ღალატზე, რომელსაც 2008 წელს ჰქონდა ადგილი „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების მხრიდან და გვესაუბრა იმ მომავალზე, რომელსაც ჩვენ ვხედავთ ერთიან საქართველოში ჩვენს ოს ძმებსა და დებთან ერთად. ეს არის ის პირობა, რომელსაც ჩვენ ვაძლევთ ჩვენს მოსახლეობას, რომ ყველა ის ღალატი, რომლებიც ჩადენილი იყო, ამას ყველაფერს ჩავეძიებით და ქართველი ხალხი ყველა კითხვაზე მიიღებს პასუხს და ეს, რა თქმა უნდა, არის მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ნდობა ჩვენს ოს თანამოქალაქეებთან აღდგეს და ერთიანი ქართული სახელმწიფო ვაშენოთ, რომელიც ერთი დიდი ოჯახის წევრი გახდება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.