შალვა პაპუაშვილი ევროპარლამენტის პირველ ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა
შალვა პაპუაშვილი ევროპარლამენტის პირველ ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ევროპარლამენტის პირველ ვიცე-პრეზიდენტს, ოტმარ კარასს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოს პროგრესი ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების პროცესში.

შალვა პაპუაშვილმა დეტალურად ისაუბრა საქართველოს პარლამენტის მიერ განხორციელებულ და დაგეგმილ საკანონმდებლო ცვლილებებზე. ევროპარლამენტის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა დადებითად შეაფასა საქართველოს ძალისხმევა და ევროპარლამენტის მხრიდან მხარდაჭერა გამოხატა.

შალვა პაპუაშვილმა და ოტმარ კარასმა შეხვედრაზე ასევე გამოთქვეს პარლამენტებს შორის ორმხრივი კავშირების გაღრმავების სურვილი.

შეხვედრა გაიმართა ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში მიმდინარე ყირიმის საერთაშორისო პლატფორმის პირველი საპარლამენტო სამიტის ფარგლებში.

შეხვედრას პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრები,  ვიცე სპიკერი არჩილ თალაკვაძე და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე ესწრებოდნენ.