შალვა ნათელაშვილმა ომში დაღუპული გმირების მემორიალი გვირგვინით შეამკო
“ლეიბორისტული პარტიის” საპრეზიდენტო კანდიდატმა, შალვა ნათელაშვილმა გმირთა მოედანზე ომში დაღუპული გმირების მემორიალი გვირგვინით შეამკო.
“ქართველობა დედამიწის ზურგზე ერთადერთი ერია, რომლის მიმართაც როგორც ისტორიულად, ასევე დღეს გრძელდება გენოციდი ეროვნული და ცივილიზაციური კუთვნილების გამო. ვიდრე ჩვენ ამას ხმამაღლა არ ვეტყვით მთელ მსოფლიოს, ქართული სახელმწიფოებრიობის ნგრევის პროცესი გაგრძელდება და ტერიტორიული მთლიანობა არასოდეს აღსდგება. ჩემი გაპრეზიდენტების შემდეგ 8 აგვისტო გამოცხადდება ქართველთა გენოციდის დღედ”, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.