შალვა ნათელაშვილი - სარეკლამო უფლების, კომისიის წევრების წართმევაზე ხმა მიცემული აქვთ არა მარტო „გირჩს“, არამედ გიორგი ვაშაძეს, მანჯგალაძეს და კიდევ სხვა ოპოზიციონერებს, მათ შემდეგში დავასახელებ
შალვა ნათელაშვილი - სარეკლამო უფლების, კომისიის წევრების წართმევაზე ხმა მიცემული აქვთ არა მარტო „გირჩს“, არამედ გიორგი ვაშაძეს, მანჯგალაძეს და კიდევ სხვა ოპოზიციონერებს, მათ შემდეგში დავასახელებ

სარეკლამო უფლებისა და კომისიის წევრების წართმევაზე, სამწუხაროდ, ხმა მიცემული აქვთ არა მარტო „გირჩს“, არამედ გიორგი ვაშაძეს, მანჯგალაძეს და კიდევ სხვა ოპოზიციონერებს. მათ შემდეგში დავასახელებ, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, „ლეიბორისტული პარტიის“ ასაკრძალად ხელისუფლებამ სამჯერ მოაწყო კენჭისყრა.

„საქმე იმაში გახლავთ, რომ „ლეიბორისტული პარტიის“ ასაკრძალად ხელისუფლებამ სამჯერ მოაწყო კენჭისყრა. ერთხელ წაგვართვეს სარეკლამო უფლება კანონით, მეორედ – საარჩევნო კომისიის წევრები, დაფინანსება და მესამედ გამრიცხეს მე. ამ სარეკლამო უფლებისა და კომისიის წევრების წართმევაზე, სამწუხაროდ, ხმა მიცემული აქვთ არა მარტო „გირჩს“, არამედ გიორგი ვაშაძეს, მანჯგალაძეს და კიდევ ზოგიერთ სხვა ოპოზიციონერს. მათ შემდეგში დავასახელებ“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

პარტია „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ დღეს აღნიშნა, რომ ერთ-ერთი მედიასაშუალების ეთერში შალვა ნათელაშვილის მიერ გაკეთებული განცხადება, რომ თავის დროზე „გირჩმა“ მის პარლამენტიდან გარიცხვას მხარი დაუჭირა, სიმართლეს არ შეესაბამება. მისივე თქმით, „გირჩი“ იყო ერთადერთი, რომელმაც შალვა ნათელაშვილის პარლამენტიდან გარიცხვა დაგმო.