შალვა ნათელაშვილის აზრით, „ხალხს რომ ჭკუა ჰქონდეს, არჩევნებში 70 პროცენტი მას მისცემდა ხმას“
აბა, რას გაიგებ, გაყალებულ არჩევნებში ვის რამდენი დააკლდა, ვის რამდენი უნდა აეღო? ყოველ შემთხვევაში, არ ველოდებოდი „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში დარჩენას, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა განაცხადა.
აღნიშნული კომენტარით ნათელაშვილმა უპასუხა ჟურნალისტის კითხვას: „რადგან ოპოზიცია ხმების გაყალბებაზე საუბრობს, თუ გაქვთ დაახლოებით დაანგარიშებული, რამდენი პროცენტი უნდა აგეღოთ, რამდენი დააკლდა ოპოზიციას“.
მისი თქმით, „ლეიბორისტული პარტია“ მუშაობს და იბრძვის იმ პრობლემებზე, რაც აწუხებს ხალხის 70 პროცენტს.
„აბა, რას გაიგებ, გაყალებულ არჩევნებში ვის რამდენი დააკლდა, ვის რამდენი უნდა აეღო? ყოველ შემთხვევაში, არ ველოდებოდი „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში დარჩენას, ხალხთან ერთად. ჩვენი პარტია მუშაობს და იბრძვის იმ პრობლემებზე, რაც აწუხებს ჩვენი ხალხის 70 პროცენტს, საერთოდ, ისტორიულად და იდეოლოგიურად“, – განაცხადა ნათელაშვილმა.
რაც შეეხება კითხვას, „70 პროცენტს ელოდებოდით?“, – ნათელაშვილი ასე პასუხობს: „რატომაც არა, ხალხს ჭკუა რომ ჰქონდეს, კი“.