შალვა ნათელაშვილი - ზაზა გახელაძის გათავისუფლების მოთხოვნით ხალხი თბილისიდან ქვემოჭალაში ჩადის და სუს-ისგან გადაბირებული გატაცებულის ოჯახი კი აცხადებს, რომ ემიჯნება აქციას
ზაზა გახელაძის გათავისუფლების მოთხოვნით ხალხი თბილისიდან ქვემოჭალაში ჩადის და სუს-ისგან გადაბირებული გატაცებულის ოჯახი კი აცხადებს, რომ ემიჯნება აქციას, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი, შალვა ნათელაშვილი „ფეისბუქზე“ წერს.
„ახლა რა უნდა ეშველოს ამ ქვეყანას, ზოგჯერ ვეღარ ვხვდები. თბილისიდან ჩადის ხალხი ქვემოჭალაში ზაზა გახელაძის გათავისუფლების მოთხოვნებით და ამ დროს სუს-ისგან გადაბირებული გატაცებულის ოჯახი აცხადებს, რომ ემიჯნებიან ამ აქციას. ასევე იქცეოდნენ მთელი ეს თვეები, უარს გვეუბნებოდნენ ხმაურიანი ღონისძიებების ორგანიზებაზე, რის გამოც სამოქალაქო აქტივობა დაიბლოკა, ეს კი ერთ-ერთი მთავარი მიზეზია ოკუპანტთა დაუსჯელობის სინდრომისა, რასაც ეს განაჩენიც მოჰყვა. იძახეთ, იძახეთ, რომ არ გინდათ პარტიები და პოლიტიკა და როგორ ეტირება საბოლოოდ დედა ამ ქვეყანას, მერე შედეგები არავის გაუყოთ“, – წერს შალვა ნათელაშვილი.