შალვა ნათელაშვილი - ვაშაძე ყოველთვის დისტანცირებული იყო ოპოზიციიდან, არ ვთვლი, რომ ეს პოლიტიკური ძალა იმსახურებს რაიმე ღრმა ანალიზს
მე არ ვთვლი, რომ ეს პოლიტიკური ძალა იმსახურებს რაიმე ღრმა ანალიზს და დიდ პერსპექტივას, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა „მესამე ძალის“ შესახებ საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, გიორგი ვაშაძე ყოველთვის დისტანცირებული იყო ოპოზიციიდან.
„სწორედ ის იყო ერთ-ერთი შუამავალი ჩხარტიშვილის დავალებით, რომ პარლამენტში შეეყარათ ოპოზიცია და გადარჩენილიყო ივანიშვილის რეჟიმი. მე არ ვთვლი, რომ ეს პოლიტიკური ძალა იმსახურებს რაიმე ღრმა ანალიზს და დიდ პერსპექტივას“, – განაცხადა ნათელაშვილმა.
დღეს იგეგმება პოლიტიკური გაერთიანება „მესამე ძალის“ პრეზენტაცია, რომელსაც უერთდებიან „სტრატეგია აღმაშენებელი“, „რესპუბლიკური პარტია“, „თავისუფალი დემოკრატები“ და გრიგოლ ვაშაძე.