შალვა ნათელაშვილი - უდიდესი თანამდებობები მეკავა, საქართველო ჩემი პერსპექტივისთვის რეალურად არაფერი არ იყო, საბჭოთა კავშირის პოლიტბიუროს წევრებს შორის ვტრიალებდი
უდიდესი თანამდებობები მეკავა, საქართველო ჩემი პერსპექტივისთვის რეალურად არაფერი არ იყო, საბჭოთა კავშირის პოლიტბიუროს წევრებს შორის ვტრიალებდი, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა განაცხადა.
„ღამის კურიერის“ წამყვანის შეკითხვაზე, კომფორტულია თუ არა ოპოზიციაში დარჩენა მისთვის იმ ფონზე, როდესაც 50 ათასი ხმის მიღების შემთხვევაში მის პარტიას წლიურად 750 ათასი გარანტირებული ლარი და ნული პასუხისმგებლობა ექნება, ნათელაშვილი პასუხობს:
„რატომ ვრჩები ოპოზიციაში, როდესაც უდიდესი თანამდებობები მეკავა? საქართველო ჩემთვის, ჩემი პერსპექტივისთვის რეალურად არაფერი არ იყო. საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური აკადემია დავამთავრე საბჭოთა კავშირის პოლიტბიუროს წევრებსა და მათ ოჯახის წევრებს შორის ვტრიალებდი. საერთოდ სულ სხვა პერსპექტივა მქონდა. მე ჩამოვედი საქართველოში, როდესაც დავინახე, რომ ამ ქვეყანას ჩემი ცოდნა, განათლება და ჩემი პირადი მაგალითი სჭირდებოდა. ჩემი პირადი მაგალითი მივეცი პოლიტიკოსებსაც ბევრ ასპექტში. მე ვარ ერთადერთი პოლიტიკოსი, რომელიც რითიც მოვედი პოლიტიკაში, იმით ვარ ამ წუთში“, – განაცხადა ნათელაშვილმა.