შალვა ნათელაშვილი - რუსთაველის გამზირზე აქციები, დამუხტვიდან ორგანიზაციულ მხარემდე, მოგვარებული იყო პოლიტიკური პარტიების მიერ
„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა „რუსთავის 2“-ის ეთერში განაცხადა, რომ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციები ორგანიზებული იყო ოპოზიციური პარტიების მიერ.
როგორც შალვა ნათელაშვილმა აღნიშნა, ოპოზიციის ლიდერები ტრიბუნასთან გასაგები მიზეზების გამო არ ჩანდნენ, რადგან, როგორც ნათელაშვილი ამბობს, საქმე შვილმოკლულ მშობლებს ეხებოდა.
„ეს აქციები, ეჭვი არ გეპარებათ, რომ ორგანიზებული იყო ოპოზიციური პარტიების მიერ? დამუხტვიდან დაწყებული, შიდა იდეოლოგიური უზრუნველყოფა, გარე იდეოლოგიური უზრუნველყოფა და ორგანიზაციული მხარე, მოგვარებული იყო პოლიტიკური პარტიების მიერ. ჩვენ არ ვჩანდით ისე აქტიურად ტრიბუნაზე, გასაგები მიზეზების გამო, რადგან საქმე მაინც ეხებოდა შვილმოკლულ მშობლებს. იქ პოლიტიკური დროშების წინ წამოწევა არ იქნებოდა სწორი“,- განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.