შალვა ნათელაშვილი - პოლიტიკური პროცესები მიდის აღმავალი ხაზით, უკეთესობისკენ და გამარჯვებისკენ
შალვა ნათელაშვილი - პოლიტიკური პროცესები მიდის აღმავალი ხაზით, უკეთესობისკენ და გამარჯვებისკენ

შეიძლება გაგიკვირდეთ და პოლიტიკური პროცესები მიდის აღმავალი ხაზით, უკეთესობისკენ და გამარჯვებისკენ. ევროკავშირთან მოლაპარაკების პროცესში რა მარაზმთან გვაქვს საქმე მთელმა მსოფლიომ კიდევ ერთხელ გაიგო, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მოლაპარაკებები კვლავ განახლდება და მასში აშშ ჩაერთვება.

„შეხედა ოლიგარქის ბუჩქებში მიმალულ ლანდს, რომელიც მოსკოვიდან ელოდება რეკომენდაციებს, იმ მოსკოვიდან, რომელიც დათა პაპას პანაშვიდზე არ გვიშვებს, ჩვენსავე მიწაზე. ეს რეალობა დაინახა მთელმა ევროპამ, მსოფლიომ. მოლაპარაკებები გაჩერდა ამ ეტაპზე, იმისათვის, რომ კვლავ განახლდეს და მასში ჩაერთოს ჩვენი სტრატეგიული მოკავშირე ამერიკის შეერთებული შტატები, კერძოდ სახელმწიფო მდივნის სპეციალური წარმომადგენელი. ეს იქნება კრიზისის წარმატებით დამაგვირგვინებელი ფაზა. ბიძინა ივანიშვილი 15 მაისისთვის იქნება სრულიად სანქცირებული და მე ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ. მას არ ექნება „კოკა-კოლის“ საყიდელი ფულიც. მმართველი ძალა არ მიდიოდა არანაირ დათმობებზე. პოლიტპატიმრების სიტყვის გაგონებაც არ უნდოდა და ამაზე საუბარსაც კრძალავდა. ამაზე პროტესტით დავტოვე შეხვედრა და როგორც კი ეს საკითხები დადგება დღის წესრიგში, პირველი მე გამოვცხადდები“, – განაცხადა ნათელაშვილმა.