შალვა ნათელაშვილი - ოპოზიციის წარმომადგენელი არ ნიშნავს, რომ არ გადაიხრებოდა, არ უღალატებდა საქმეს, სამწუხაროდ, ვაჭარი ქართველების გაყიდულები ვართ დღესაც
შალვა ნათელაშვილი - ოპოზიციის წარმომადგენელი არ ნიშნავს, რომ არ გადაიხრებოდა, არ უღალატებდა საქმეს, სამწუხაროდ, ვაჭარი ქართველების გაყიდულები ვართ დღესაც

ოპოზიციის წარმომადგენელი არ ნიშნავს, რომ არ გადაიხრებოდა, არ უღალატებდა საქმეს, სამწუხაროდ ვაჭარი ქართველების გაყიდულები ვართ დღესაც, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა საარჩევნო ოქმებზე ოპოზიციის წარმომადგენლების ხელმოწერების საკითხზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციური წარმომადგენლების ხელმოწერები შეიძლება იყოს გაკეთებული ძალადობით, დაშინებით, მოსყიდვით

„ოპოზიციის წარმომადგენელი არ ნიშნავს იმას, რომ არ გადაიხრებოდა, არ უღალატებდა საქმეს, ვერ მოისყიდიდნენ და ვერ დააშინებდნენ. ის ოპოზიციის 3 700 წარმომადგენელი ჩვეულებრივი ადამიანია, ჩვეულებრივი სისუსტეებით და ჩვეულებრივი ნერვული სისტემით. ამიტომ, ოპოზიციური წარმომადგენლის ხელმოწერა, შეიძლება იყოს გაკეთებული ძალადობით, დაშინებით, მოსყიდვით, უზნეობით, უსინდისობით. სამწუხაროდ, ვაჭარი ქართველების გაყიდულები ვართ დღესაც. აი, ეს ვაჭარი პედაგოგები, რომლებიც უბანზე ისხდნენ, როგორ გაგვიზრდიან შვილებს, რა თაობას გაგვიზრდიან“, – განაცხადა ნათელაშვილმა.