შალვა ნათელაშვილი - სასურველია, ოპოზიციის პრემიერობის კანდიდატი ქარიზმატული იყოს
შალვა ნათელაშვილი - სასურველია, ოპოზიციის პრემიერობის კანდიდატი ქარიზმატული იყოს

მგონია, რომ დღევანდელ ეტაპზე, პრემიერობის თემა ოპოზიციაში ტროას ცხენივით არის შემოგდებული, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, მრავალპარტიულ კოალიციურ მთავრობაში, პრემიერ-მინისტრის საკითხი წყდება არჩევნების შემდეგ, იმის მიხედვით, ვინ რამდენ ადამიანს გაიყვანს და ვის რა დონის ლიდერი ეყოლება.

„სასურველია, ქარიზმატული. ეს რომ იყოს საპრეზიდენტო არჩევნები, რა თქმა უნდა, ბუნებრივი იქნებოდა კანდიდატების დასახელება და ისე გასვლა არჩევნებზე. ახლა ჩვენთვის მთავარია, დავამთავროთ ბიძინა ივანიშვილი თავისი დამსხვრეული ოცნებით და დავიწყოთ საქართველოს აღდგენა, მერე გაირკვევა, ვინ იქნება პრემიერი. დღეს კანდიდატებზე საუბარი არასერიოზულად მიგვაჩნია. მიმაჩნია, რომ დღეს ამ თემაზე მსჯელობა და ფიქრი საქმეს გააფუჭებს. პრემიერ-მინისტრად საკუთარი კანდიდატურის დასახელება, პოლიტიკოსისთვის არ არის სირცხვილი და არც დანაშაული. ეს არის სრული კონსტიტუციური თავისუფლება, მაგრამ სჯობს, პოლიტიკოსებმა ახლა თავი შეიკავონ“, – განაცხადა ნათელაშვილმა.