შალვა ნათელაშვილი მოითხოვს, ჭიდაობის, რაგბისა და ფეხბურთის ფედერაციებს მსოფლიო ფედერაციებში წევრობა შეუჩერდეთ
„ლეიბორისტული პარტიის“ მოთხოვნაა, ჭიდაობის, რაგბისა და ფეხბურთის ფედერაციებს მსოფლიო ფედერაციებში წევრობის უფლება შეუჩერდეთ. ამის შესახებ პარტიის ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა განაცხადა.
„მათ შეუჩერდეს მსოფლიო ფედერაციებში ხმის და წევრობის უფლება, ვიდრე არ გაიწმინდა ეს კლასტერი მოძალადე მკვლელებისაგან და პოლიტიკოსი მტაცებელი სპორტსმენებისგან“ ,- განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
მისივე თქმით, დაუშვებელია, რომ ანზორ ჩუბინიძე, კახა კალაძე და ლევან კობიაშვილი თანამდებობებზე იმყოფებოდნენ.
„ვიმეორებ, დაუშვებელია ჩუბინიძის ყოფნა სახელმწიფო დაცვის სამსახურის უფროსად, რომელიც კარატის ფედერაციის პრეზიდენტი ყოფილა და დათხარა ბავშვებს თვალები. დაუშვებელია, ასევე კალაძის მერობა, რომელიც არის ზონდერების უფროსი, პრაქტიკულად მას ევალება სპორტსმენებისა და მოძალადეების კურირება. დაუშვებელია ლევან კობიაშვილის დეპუტატობა“, – განაცხადა ნათელაშვილმა.