შალვა ნათელაშვილი - მეც რომ დამიჭირონ, მითხრან, ხელი მოაწერე დოკუმენტს და გაგათავისუფლებთო, მაინც არ მოვაწერ, პარტიას დავუტოვებ ანდერძად, რომ არ მოაწერონ
შალვა ნათელაშვილი - მეც რომ დამიჭირონ, მითხრან, ხელი მოაწერე დოკუმენტს და გაგათავისუფლებთო, მაინც არ მოვაწერ, პარტიას დავუტოვებ ანდერძად, რომ არ მოაწერონ

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის შალვა ნათელაშვილის განცხადებით, ნიკა მელია და რურუა უნდა გათავისუფლდნენ ყოველგვარი დოკუმენტის გარეშე, რადგან ისინი არიან პოლიტიკური პატიმრები და არანაირი ღირებულება არ შეიძლება გაიცვალოს ამ საკითხში.

„რად უნდა მოლაპარაკებები და საერთაშორისო ფასილიტაციის პროცედურები, როცა ხედავ, რომ პოლიტიკურია პატიმარი და ამ ნიშნით არის დაჭერილი. ოფისიდან გაიყვანეს კაცი იმის გამო, რომ ანტისაოკუპაციო მიტინგში იღებდა მონაწილეობას. ამას რად უნდა შარლ მიშელის ფორმატი, პრეზიდენტი რომ ხარ, ამაზე უნდა გამოსცე ბრძანება და გაათავისუფლო. ანუ, სალომე მოგვიწოდებს, ხელი მოვაწეროთ დოკუმენტს, სადაც ადგილობრივი არჩევნების შედეგებზეა დამოკიდებული ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა- არდანიშვნა და ისიც მხოლოდ და მხოლოდ განხილვის დონეზე. ამაზე მოვაწეროთ ხელი? მაშინ რა აზრი ჰქონდა ამდენხნიან ბრძოლას? ნიკა მელია და რურუა უნდა გათავისუფლდნენ ყოველგვარი დოკუმენტის გარეშე, რადგან ისინი არიან პოლიტიკური პატიმრები და არანაირი ღირებულება არ შეიძლება, გაიცვალოს ამ საკითხში. ისინი ექვემდებარებიან გათავისუფლებას. მეც რომ დამიჭირონ და მითხრან, ხელი მოაწერე ამ დოკუმენტს და გაგათავისუფლებთო, მაინც არ მოვაწერ და პარტიას დავუტოვებ ანდერძად, რომ არ მოაწერონ“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

დღეს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტის სასახლეში სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა, რომ გიორგი რურუას იმ შემთხვევაში შეიწყალებს, თუ მედიატორები გამოაცხადებენ, რომ პარტიებს შორის შეთანხმება შედგა.