შალვა ნათელაშვილი - ხელისუფლების შეცვლისთანავე ფარმაცევტული მაფია დაიშლება
„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი სააფთიაქო ბიზნესის მონოპოლიაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ მედიკამენტების ფასი 50 პროცენტით შემცირდება.
„ჩვენი ხალხი ყველაფერთან ერთად, სამწუხაროდ გახდა ფარმაცევტული მაფიის მსხვერპლიც, რომელსაც სათავეში უდგანან ბიძინა ივანიშვილი, კახა ოქრიაშვილი და კურტანიძე. ამ სამ კომპანიას წამლების გაძვირების დინამიკით მსოფლიო მასშტაბის ინფლაციაც კი ვერ სჯობნის. მათთან 10-ჯერ, 20-ჯერ და 500 პროცენტით გაძვირებული წამლები იყიდება. ხელისუფლების შეცვლისთანავე ფარმაცევტული მაფია დაიშლება. მოხდება მისი დემონოპოლიზაცია. წამლებზე დადგინდება ზღვრული ფასი, რომლის ზევითაც გაყიდვა იქნება დანაშაული, ხოლო წამლების ფასი 50 პროცენტი, სულ მცირე განახევრდება“, – განაცხადა ნათელაშვილმა.