შალვა ნათელაშვილი - კარვების აშლას და ასეთ მანიპულაციებს მოჰყვება უფრო მეტი ხალხის გამოსვლა აქციაზე
კარვების აშლას და ასეთ მანიპულაციებს მოჰყვება უფრო მეტი ხალხის გამოსვლა აქციაზე,- ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა რუსთაველის გამზირზე განვითარებული მოვლენების შეფასებისას განაცხადა.
ნათელაშვილის თქმით, აქციები გაგრძელდება.
„აქციები გაგრძელდება და წინა ხელისუფლების მაგალითიდან თუ ავიღებთ, კარვების აშლას და ასეთ მანიპულაციებს მოჰყვება უფრო მეტი ხალხის გამოსვლა აქციაზე.
მართალია უშუალოდ პოლიტიკური ლიდერები ტრიბუნაზე არ გამოდიოდნენ გარკვეული მოსაზრებების გამო, ამიტომ ტრიბუნა მამების მოთხოვნით მთლიანად დაეთმო სამოქალაქო სექტორს.
ამის მიუხედავად, აქცია იყო იურიდიული და კონსტიტუციური ნორმების დაცვით, ნებადართული მერიის მხრიდან, მათ შორის სამი დღე გზის გადაკვეთის ჩათვლით, ხალხის რაოდენობის გათვალისწინების გარეშე“,- განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.