შალვა ნათელაშვილი - ელენე ხოშტარიამ თავისი სახელი უკვე ჩაწერა ისტორიაში შესანიშნავი კონტექსტით
დარწმუნებული ვარ, ელენე ხოშტარია ოპოზიციაში გააგრძელებს ისეთივე ბრძოლას, როგორც ამას აკეთებდა „ევროპულ საქართველოში“, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ელენე ხოშტარიას მიერ „ევროპული საქართველოს“ დატოვებაში პრობლემას ვერ ხედავს.
„არ არის პრობლემა. თანამედროვე მსოფლიოში პოლიტიკოსები გადადიან პარტიიდან პარტიაში, ბლოკიდან ბლოკში, ჯგუფიდან ჯგუფში, მთავრობიდან ოპოზიციაში. ელენე არის ძალიან მებრძოლი ქალბატონი. მან თავისი სახელი უკვე ჩაწერა ისტორიაში შესანიშნავი კონტექსტით. დარწმუნებული ვარ, ის ოპოზიციაში გააგრძელებს ისეთივე ბრძოლას, როგორც ამას აკეთებდა „ევროპულ საქართველოში“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
დილიდან ვრცელდება ინფორმაცია, რომ ელენე ხოშტარია „ევროპულ საქართველოს“ ტოვებს. ერთ-ერთი ვერსიით, ის არასამთავრობო ორგანიზაციაში გაგრძელებს საქმიანობას. „ევროპულ საქართველოში“ აცხადებენ, რომ ელენე ხოშტარია პარტიის დატოვების შესახებ ინფორმაციაზე განცხადებას თავად გააკეთებს.