შალვა ნათელაშვილი - ჩვენთან ფუნქციები აირია, პოლიტიკური პარტიები ჩაანაცვლეს არასამთავრობოებმა, ამერიკელმა და ევროპელმა მეგობრებმა არასამთავრობოები გადააქციეს პოლიტიკურ პარტიებად
შალვა ნათელაშვილი - ჩვენთან ფუნქციები აირია, პოლიტიკური პარტიები ჩაანაცვლეს არასამთავრობოებმა, ამერიკელმა და ევროპელმა მეგობრებმა არასამთავრობოები გადააქციეს პოლიტიკურ პარტიებად

ჩვენმა ამერიკელმა და ევროპელმა მეგობრებმა არასამთავრობოები გადააქციეს პოლიტიკურ პარტიებად, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

„რა თქმა უნდა, ჩვენ არ ვეხებით სოფლის მეურნეობის, ეკონომიკისა და სხვადასხვა სფეროს, რომლებიც გრანტებით ფინანსდება, მაგრამ კატეგორიაა ისეთი შეყრილი, განსაკუთრებით ამ პოლიტიკურ-საარჩევნო სფეროში რა ხდება, იცით? აირია ჩვენთან ფუნქციები, პოლიტიკური პარტიები ჩაანაცვლეს არასამთავრობოებმა. ესენი აკეთებენ დასკვნებს, ესენი წერენ საარჩევნო პრინციპებს, ნორმებსა და კონცეფციებს. ესენი არიან თავმოყრილი საარჩევნო კომისიებში. ესენი არიან საკონსტიტუციო ცვლილებების დროს მაგიდაზე პირველები და ამათ ეკითხებიან, აბა, ჩემო იმანო, ეს როგორ იქნება, ის – როგორ… არავის აინტერესებს პარტიების აზრი. ფაქტობრივად, ჩვენმა ამერიკელმა და ევროპელმა მეგობრებმაც – ეს შენიშვნით მინდა ვუთხრა – არასამთავრობოები გადააქციეს პოლიტიკურ პარტიებად. ჩამოდის ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი და პოლიტიკურ პარტიებს კი არ ხვდება, არასამათავრობოები მიჰყავს, ორი ბატი რომ არ ჩაბარდება და ოჯახში რომ არ უსმენენ, მხოლოდ იმიტომ, რომ ფული აქვს ამერიკიდან აღებული და ჭამს ამერიკელ გადასახადის გადამხდელთა ფულს“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.