შალვა ნათელაშვილი - ბოლო ერთი წელია, დღევანდელი საპარლამენტო ოპოზიცია პარლამენტში არ დადის და ხელფასს იღებს
შალვა ნათელაშვილი - ბოლო ერთი წელია, დღევანდელი საპარლამენტო ოპოზიცია პარლამენტში არ დადის და ხელფასს იღებს

როდესაც დეპუტატი ბოიკოტზეა, ის ხელფასს იღებს და როდესაც დეპუტატი არ შედის პარლამენტში, მან არ შეიძლება ხელფასი აიღოს, – ამის შესახებ „ლეობორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა განაცხადა.

„როდესაც დეპუტატი ბოიკოტზეა, ის ხელფასს იღებს და როდესაც დეპუტატი არ შედის პარლამენტში, მან არ შეიძლება ხელფასი აიღოს. აქ საუბარია არ შესვლაზე. ჩვენ რამდენიც უნდა ვილაპარაკოთ, ამას იურიდიული შედეგი არ მოჰყვება. ამიტომ ცესკო-ს უნდა მივმართოთ. წლების წინ მივიღეთ გადაწყვეტილება რომ პარლამენტში არ შევიდოდით, ზოგიერთები შევარდნენ, ეს საერთო ფრონტი დაირღვა. გვაიძულეს, რომ არ შევსულიყავით, იმ გაგებით რომ ვერ გავუტეხეთ ხათრი ჩვენ ოპოზიციონერ კოლეგებს და დღემდე მოგვაძახიან იმ ხელფასს. ბოლო ერთი წელია, დღევანდელი საპარლამენტო ოპოზიცია არ დადის და ხელფასს იღებს“, – განაცხადა ნათელაშვილმა.