შალვა ნათელაშვილი - არ გვჭირდება ამდენი სპორტსმენი, ჩემპიონობას მირჩევნია, იყო ყანის მთოხვნელი, დაკოჟრილ ხელებს დაგიკოცნი
შალვა ნათელაშვილი - არ გვჭირდება ამდენი სპორტსმენი, ჩემპიონობას მირჩევნია, იყო ყანის მთოხვნელი, დაკოჟრილ ხელებს დაგიკოცნი

​„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი აცხადებს, რომ ქვეყანას არ სჭირდება ბევრი სპორტსმენი.

„ჩვენ არ გვჭირდება ამდენი სპორტსმენი. მილიარდ-ნახევარია ინდოეთი, ხანდახან ბოლო ადგილზე გადის  ოლიმპიადაზე, მაგრამ მარსზე გაგზავნეს თანამგზავრი და ტექნოლოგიების განვითარების მხრივ, უდიდესი სამყაროა დედამიწაზე, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში.

მისივე თქმით, სპორტსმენმა უნდა ასახელოს ქვეყანა და დაიცვას სუსტი.

„ჩვენ გვჭირდება პირველ რიგში სპორტსმენი, რომელსაც ეყვარება მოყვასი, დაიცავს სუსტს, ასახელებს ქვეყანას და არა მოპოვებული ჩემპიონატის ჯილდოს გამო მოგვიკლავს ბავშვებს, იძალადებს, საარჩევნო პროცესებში ჩაერევა, საარჩევნო ყუთს თავზე დაგვამხობს, პოლიტიკოსების ცემაზე გადავა, ერთმანეთის დატერორებაზე გადავა.

დაგვანებეთ, ძმაო, თავი. მე მირჩევნია, ჩემპიონობას, შენ იყო ყანის მთოხვნელი, ხელებდაკოჟრილი, მოვალ და ხელებს დაგიკოცნი. არ მჭირდება, გულზე გეკიდოს მედალი და ხელებზე სისხლი გეცხოს ჩვენი შვილების“, – აღნიშნა შალვა ნათელაშვილმა.