შალვა ნათელაშვილი - ამერიკიდან კუშნერი და მისი ჯგუფები, ევროპიდან საფრანგეთის კორუმპირებული ელიტაც ყოფილ პოსტსაბჭოთა ქვეყნებში პუტინის ოლიგარქიას აძლიერებენ
შალვა ნათელაშვილი - ამერიკიდან კუშნერი და მისი ჯგუფები, ევროპიდან საფრანგეთის კორუმპირებული ელიტაც ყოფილ პოსტსაბჭოთა ქვეყნებში პუტინის ოლიგარქიას აძლიერებენ

არავითარი მთელი დასავლური სივრცე პარლამენტში შესვლისკენ არ მოგვიწოდებს, ამას აცხადებენ ის პოლიტიკური ჯგუფები და ლობისტური კომპანიები, რომლებიც ბიძინა ივანიშვილის ფინანსურ ინექციებზე სხედან, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ესენი არიან „ამერიკიდან კუშნერი და მისი ჯგუფები, ევროპიდან კი საფრანგეთის კორუმპირებული ელიტა“.

„არავითარი მთელი დასავლური სივრცე პარლამენტში შესვლისკენ არ მოგვიწოდებს, ამას აცხადებენ ის პოლიტიკური ჯგუფები და ლობისტური კომპანიები, რომლებიც ბიძინა ივანიშვილის ფინანსურ ინექციებზე სხედან. ამერიკიდან კუშნერი და მისი ჯგუფები, ევროპიდან საფრანგეთის კორუმპირებული ელიტა, რომელმაც ევროპასთან საზღვარი დაგვიკეტა, ესენი ევროპა და დასავლეთელები არ არიან. ისინიც სწორედ დასავლეთის საწინააღმდეგოდ პუტინის ოლიგარქიას აძლიერებენ ყოფილ პოსტსაბჭოთა ქვეყნებში“, – აღნიშნა შალვა ნათელაშვილმა.