შაფათავამ და გორგოძემ იტალიური ტურნირი მოიგეს
შაფათავამ და გორგოძემ იტალიური ტურნირი მოიგეს

იტალიის ქალაქ სანტა მარგერიტა დი პულაში ​ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციის (ITF) ტურნირი დასრულდა, რომლის საპრიზო ფონდი 25 ათასი ევრო იყო.

წყვილთა თანრიგის ტრიუმფატორები ქართველი ჩოგბურთელები ეკატერინე გორგოძე და სოფიო შაფათავა გახდნენ. მესამე ნომრად განთესილმა დუეტმა ერთმანეთის მიყოლებით დაამარცხა ხორვატული, იტალიური და ფრანგულ-სლოვაკური წყვილები და ფინალში ისე გავიდა, რომ არც ერთი სეტი არ წაუგია, ორჯერ კი პარტიაში “მშრალი” ანგარიში დააფიქსირა.

ფინალში გორგოძემ და შაფათავამ ტრადიციას არ უღალატეს და ასევე ორ სეტში გაიმარჯვეს. მათ 6:4, 7:6(5) მოუგეს გერმანელებს კატარინა გერლახსა და ლენა რუფერს.

გორგოძისთვის წელს ეს მეორე ტიტულია წყვილებში, შაფათავასთვის – მესამე. თუმცა, ქართველებმა ერთობლივი ტიტული წელს პირველად მოიპოვეს.