ეკატერინე გორგოძე უიმბლდონის პირველ წრეში რუმინელ ბეგუს შეხვდება #1TVSPORT
ეკატერინე გორგოძე უიმბლდონის პირველ წრეში რუმინელ ბეგუს შეხვდება #1TVSPORT

ქართველი ჩოგბურთელი ეკატერინე გორგოძე უიმბლდონის პირველ წრეში WTA-ს რეიტინგის 43-ე ნომერს, რუმინელ ირინა ბეგუს შეხვდება.

ქართველი კარიერაში უიმბლდონის ძირითად ბადეში პირველად ითამაშებს. 2022 წლის დიდი სლემის რიგით მესამე ტურნირი სტარტს 27 ივნისს აიღებს. ჩოგბურთელები ერთმანეთს წელს მადრიდის მასტერსის საკვალიფიკაციო ეტაპის ნახევარფინალში დაუპირისპირდნენ, სადაც რუმინელმა ორ სეტში 6:2 6:4 გაიმარჯვა.

გორგოძე უიმბლდონზე წყვილთა თანრიგში ირინა ბარასთან ერთად გამოვა. ქართულ-რუმინული დუეტი პირველ წრეში კოლინსი/კრავჩუკის წყვილს დაუპირისპირდება.

შეგახსენებთ, რომ უიმბლდონზე ნიკოლოზ ბასილაშვილიც მიიღებს მონაწილეობას, რომელიც პირველ შეხვედრაში ATP რეიტინგის 278-ე ნომერს, ლუკას როსოლს შეხვდება.