ეკატერინე გორგოძე პრაღის ტურნირის ფინალში ითამაშებს #1TVSPORT
ეკატერინე გორგოძე პრაღის ტურნირის ფინალში ითამაშებს #1TVSPORT

საქართველოს რეიტინგით პირველი ჩოგბურთელი ქალი, ეკატერინე გორგოძე პრაღის ტურნირის ფინალში იასპარეზებს. ქართველი შეჯიბრზე პირველ ნომრადაა განთესილი. პრაღის ტურნირი ITF-ის ეგიდით იმართება.

რეიტინგის 118-ე ნომერმა გორგოძემ ნახევარფინალში მექსიკელი ფერნანდა კონტრერას გომესი ორ სეტში, 6:4, 6:3 დაამარცხა და პირველი ადგილისთვის პოლონელ ჩვალინსკასთან ითამაშებს. ფინალური შეხვედრა 8 მაისს გაიმართება.