ეკატერინე გორგოძე უიმბლდონის პირველ წრეში ითამაშებს, მარიამ ბოლქვაძემ კვალიფიკაციის პირველი რაუნდი გადალახა #1TVSPORT
ეკატერინე გორგოძე უიმბლდონის პირველ წრეში ითამაშებს, მარიამ ბოლქვაძემ კვალიფიკაციის პირველი რაუნდი გადალახა #1TVSPORT

ქართველი ჩოგბურთელი ეკატერინე გორგოძე კარიერაში პირველად ითამაშებს უიმბლდონის ძირითად ბადეში. მან ამის საშუალება საკუთარი რეიტინგის მიხედვით მიიღო. ამჟამად, გორგოძე WTA-ის კლასიფიკაციაში 112-ე პოზიციაზე იმყოფება და არ უწევს უიმბლდონის კვალიფიკაციაში თამაში.

უიმბლდონის ძირითად ბადეში მოსახვედრად იბრძვის მარიამ ბოლქვაძე. მან უკვე გადალახა კვალიფიკაციის პირველი წრე, როცა საათსა და რვა წუთში გაანადგურა ამერიკელი ალისია პარქსი ორ სეტში – 6:1, 6:2.

ბოლქვაძე დღეს, კვალიფიკაციის ნახევარფინალში მსოფლიოს 235-ე ჩოგანს, ხორვატ იანა ფეტს დაუპირისპირდება. ამ წყვილში გამარჯვებული ფინალში ამერიკელ რობინ ანდერსონსა და უკრაინელ კატარინა ზავატსკას შორის მოგებულს შეხვდება.