სევილიაში კათოლიკურ აღდგომას დაგეგმილი ტერაქტი აღკვეთეს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერსი“ ავრცელებს. დაკავებულები არიან მაროკოელი ჯიჰადისტები. გავრცელებული ცნობით, პოლიციამ ეჭვმიტანილების ბინებში რეიდები ჩაატარა. სპეცოპერაცია ესპანეთის და მაროკოს სამართალდამცავი უწყებების მიერ იყო შეთანხმებული.
წინასწარი ცნობებით, დაკავებულები კათოლიკური აღდგომის დროს სევილიაში თავდასხმის ორგანიზებას გეგმავდნენ.
შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას სევილიის მთავრობამ აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით ქალაქში უსაფრთხოების ზომების გამკაცრების გადაწყვეტილება მიიღო.