"სევილიას" მთავარი მწვრთნელი მძიმედ ავადაა
"სევილიას" მთავარი მწვრთნელი მძიმედ ავადაა

ესპანური გაზეთის, “მარკას” ინფორმაციით, “სევილიას” მთავარი მწვრთნელი ედუარდო ბერიცოს სწორი ნაწლავის სიმსივნე აქვს. მოგვიანებით, კლუბმა ეს ცნობა ოფიციალურად დაადასტურა და გამოჯანმრთელება უსურვა არგენტინელ სპეციალისტს.

როგორც ირკვევა, ამ ამბის შესახებ ბერიცომ თავის ფეხბურთელებს “ლივერპულთან” ჩემპიონთა ლიგის მატჩის მსვლელობისას აცნობა, კერძოდ, პირველი ტაიმის შემდეგ შესვენებისას, როცა “სევილია” 0:3 მარცხდებოდა.

საბოლოოდ, შეხვედრა 3:3 დასრულდა.

ახლა, ბერიცოს ოპერაცია ელოდება, რომლის ზუსტი თარიღი ჯერ არ დასახელებულა.