სერჯო მატარელა - აღფრთოვანებული ვარ ქართული კულტურითა და დამწერლობით 
სერჯო მატარელა - აღფრთოვანებული ვარ ქართული კულტურითა და დამწერლობით 

საქართველოში ვიზიტით მყოფი იტალიის პრეზიდენტი სერჯო მატარელა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვია.

იტალიის პრეზიდენტს თსუ-ს რექტორმა გიორგი შარვაშიძემ და განათლების, სპორტის, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა მისასალმებელი სიტყვით მიმართეს.

თავის მხრივ, ​სერჯო მატარელამ ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობაზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ ქართული კულტურა და ანბანი მისთვის საპატივცემულოა და აღფრთოვანებულია ქართული დამწერლობით.

„თბილისის ევროპული არჩევანი არ არის ახირება, ეს არის ქართველი ხალხის ისტორიული მისწრაფება. დღეს იტალია საქართველოს გვერდითაა, ის მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს და ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას. ჩვენი მეგობრობა დიდი ხსნის წინ დაიწყო“, – განაცხადა სერჯო მატარელამ.

იტალიის პრეზიდენტი საქართველოში ორდღიანი ვიზიტით იმყოფება.