სერგო თეთრაძის წამების საქმეზე დაცვის მხარე დასკვნით სიტყვას წარმოთქვამს
ბაჩო ახალაიას, მეგის ქარდავას და ნიკოლოზ ძიმცეიშვილის ბრალდების საქმეზე სასმართლო განხილვა დასასრულს უახლოვდება. ადვოკატები სხდომაზე დასკვნითი სიტყვით წარსდგებიან.
მათი განმარტებით, საქმეში არ არის საკმარისი მტკიცებულებები ბრალის დასადასტურებლად.
წინა პროცესზე დასკვნითი სიტყვა პროკურორებმა თქვეს. მათ ყურადღება მოწმეების, მათ შორის დაზარალებულების ჩვენებებზე გაამახვილეს.
თადარიგის პოლკოვნიკის წამების საქმე ორ ნაწილადაა გაყოფილი. ბაჩო ახალაიას, მთავრი საგამოძიებო უწყება თეთრაძის წამებას, ნიკოლოზ ძიმცეიშვილსა და მეგის ქარდავას კი თავდაცვის სამინისტროდან თანხების გაფლანგვას ედავება, საქმის ამ ეპიზოდს გრიფით საიდუმლო ადევს.
სერგო თეთრაძე 2011 წლის 17 სექტემბერს დააკავეს. 23 სექტემბერს ის გლდანის ნომერ მერვე დაწესებულებაში გარდაიცვალა. ის და კიდევ სამი პირი სერგეი ჩაპლიგინი, გია გორელაშვილი და დავით ლონდარიძე ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს. 2011 წელს ბაჩო ახალაია თავდაცვის მინისტრის პოსტს იკავებდა, ნიკოლოზ ძიმცეიშვილი მისი მოადგილე იყო, მეგის ქარდავა კი სამხედრო პოლიციის უფროსის მოადგილე.
შემდეგ პროცესზე საბოლოო სიტყვას ბაჩო ახალაია იტყვის, რის შემდეგაც საქმეზე განაჩენი დადგება.