სერგო რატიანი - დამტკიცებას ითხოვს მთავრობა, რომელმაც ქ​ვეყანა ეკონომიკურ კრიზისში შეიყვანა და უსაფრთხოებას ვერ უზრუნველყოფს
სერგო რატიანი - დამტკიცებას ითხოვს მთავრობა, რომელმაც ქ​ვეყანა ეკონომიკურ კრიზისში შეიყვანა და უსაფრთხოებას ვერ უზრუნველყოფს

უმცირესობას მთავრობასთან შეხვედრა ექნება და საკმაოდ მწვავე კითხვები იქნება. ასევე კითხვები კომიტეტებზე გარკვეულ მინისტრებთან დაკავშირებით დაისმება, – ეს განცხადება „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სერგო რატიანმა გააკეთა და განმარტა, რომ უმცირესობა მთავრობის განახლებულ შემადგენლობას მხარს არ დაუჭერს.

„ჩვენ ვხედავთ, რომ ის მთავრობა ითხოვს დამტკიცებას, რომელმაც ქვეყანა ეკონომიკურ კრიზისში შეიყვანა, რომელიც უსაფრთხოებას ვერ უზრუნველყოფს, რომლის დროსაც პოლიტიკური პატიმრები და პოლიტდევნილებია. ეს ყველაფერი საკმაოდ მძიმე შთაბეჭდილებას ტოვებს“, – განაცხადა რატიანმა.