სერგო რატიანი - მმართველ გუნდში იმაზე უფრო სერიოზული კრიზისია, ვიდრე ეს გარედან ჩანს
სერგო რატიანი - მმართველ გუნდში იმაზე უფრო სერიოზული კრიზისია, ვიდრე ეს გარედან ჩანს

„ევროპული საქართველოს“ წევრი სერგო რატიანი აცხადებს, რომ მმართველ გუნდში იმაზე უფრო სერიოზული კრიზისია, ვიდრე ეს გარედან ჩანს. ამის შესახებ რატიანმა დღეს გამართული საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრის შეფასებისას განაცხადა.

„როგორც ჩანს, მმართველ გუნდში იმაზე უფრო სერიოზული კრიზისია, ვიდრე ეს გარედან ჩანს. საზოგადოებრივი წნეხისა და უკმაყოფილების ფონზე, როგორც ჩანს, ფიქრობდნენ, მაგრამ იმდენად არეულობაა შიგნით, ვერ გადაწყვიტა ბიძინა ივანიშვილმა, როგორ იმოქმედოს. ესეც რომ ვერ განახორციელეს, იმას ნიშნავს, რომ სახეზეა სერიოზული პოლიტიკური კრიზისი“, – განაცხადა სერგო რატიანმა.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრების თქმით, დღებვანდელ სხდომაზე სამთავრობო ცვლილებები განხილული არ ყოფილა.