სერგეი შამბა ადასტურებს, რომ რუსეთმა პირველი სექტემბრიდან ოკუპირებულ აფხაზეთს სოციალური კუთხით დაფინანსება შეუჩერა
სერგეი შამბა ადასტურებს, რომ რუსეთმა პირველი სექტემბრიდან ოკუპირებულ აფხაზეთს სოციალური კუთხით დაფინანსება შეუჩერა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი შამბა ადასტურებს, რომ რუსეთმა პირველი სექტემბრიდან ოკუპირებულ აფხაზეთს სოციალური კუთხით დაფინანსება შეუჩერა, მიზეზი კი აფხაზური მხარის მიერ გარკვეული ვალდებულებების შეუსრულებლობაა.

შამბას თქმით, მოსკოვში არაერთგზის განაცხადეს, რომ „ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობამ შეიძლება გამოიწვიოს გარკვეული სანქციები“.

„ისინი უკვე ამოქმედდა პირველი სექტემბრიდან. მოგეხსენებათ, გარკვეული სოციალური დაფინანსება უკვე შეჩერებულია, რაც ეხებათ ექიმებს, მასწავლებლებს, ძალოვან სტრუქტურებს და სხვა“, – განაცხადა შამბამ.