სერბეთში, პანტომიმის საერთაშორისო ფესტივალზე საქართველოს პანტომიმის თეატრის წარმომადგენლებმა მთავარი პრიზი მოიპოვეს
სერბეთში, პანტომიმის საერთაშორისო ფესტივალზე საქართველოს პანტომიმის თეატრის წარმომადგენლებმა მთავარი პრიზი მოიპოვეს

საქართველოს სახელმწიფო პანტომიმის თეატრმა სერბეთში, მონოდრამისა და პანტომიმის 44-ე საერთაშორისო ფესტივალზე გრან პრი მოიპოვა.​ მონოდრამისა და პანტომიმის 44-ე საერთაშორისო ფესტივალზე (27-30 ივნისი) მსახიობებმა გიგი ლორიამ და სალომე ფილიშვილმა ქართული პანტომიმის ნოველები წარადგინეს და მთავარი პრიზი დაიმსახურეს. ბელგრადში გამართულ ფესტივალში მონაწილეობას საქართველოს გარდა, სერბეთი, ხორვატია, გერმანია, ბულგარეთი და ბოსნია და ჰერცეგოვინა იღებდნენ.

ფესტივალის პარალელურად, 28-30 ივნისს, ბელგრადმა მსოფლიო მიმების ორგანიზაციის მიერ ჩატარებულ მეორე საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლა, რომელზეც საქართველოს პანტომიმის თეატრის წარმომადგენელმა პრეზენტაცია გამართა და ქართული პანტომიმის თეატრის პრობლემებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.