საერთაშორისო დიდოსტატი ნანა ძაგნიძე ფიდე-ს ქალთა გრან პრის მეორე ეტაპის გათამაშებაში მიიღებს მონაწილეობას #1TVSPORT
საერთაშორისო დიდოსტატი ნანა ძაგნიძე ფიდე-ს ქალთა გრან პრის მეორე ეტაპის გათამაშებაში მიიღებს მონაწილეობას #1TVSPORT

გერმანიის ქალაქ მიუნხენში ფიდე-ს ქალთა გრან პრის მეორე ეტაპის გათამაშების პირველი ტურის პარტიები 2 თებერვალს გაიმართება და პირველ ტურში ნანა ძაგნიძის მეტოქე ყაზახეთის წარმომადგენელი ჟანსაი აბდუმალიკი იქნება.

ნანა ძაგნიძის გარდა მიუნხენში ითამაშებენ: ანა და მარია მუზიჩუკები (ორივე უკრაინა); ჰამპი კონერუ, ჰარიკა დრონოვალი (ორივე ინდოეთი); ტან ჟონგი და ჟუ ჯინერი (ორივე ჩინეთი); ელიზაბეტ პეტცი და დინარა ვაგნერი (ორივე გერმანია); ალინა კაშლინსკაია (პოლონეთი); ალექსანდრა კოსტენიუკი (ფიდე) და ჟანსაი აბდუმალიკი (ყაზახეთი).

ფიდე-ს ქალთა გრან პრის სერიის ფარგლებში ოთხი ეტაპი გაიმართება და თითოეული მონაწილისთვის სავალდებულოა, სამ ტურნირში იასპარეზოს.