ბელგრადში მსოფლიო პანტომიმის კონფერენციაზე ქართული პანტომიმის თეატრი საპატიო სტუმრის სტატუსით წარდგება
ბელგრადში მსოფლიო პანტომიმის კონფერენციაზე ქართული პანტომიმის თეატრი საპატიო სტუმრის სტატუსით წარდგება

ბელგრადი მსოფლიო პანტომიმის კონფერენციასა და მსოფლიო მიმების სტუდენტურ ფესტივალს მასპინძლობს. ფესტივალში მონაწილეობას მსოფლიოს 14 ქვეყნის პანტომიმის თეატრი იღებს. კონფერენციაზე საქართველო VIP სტუმრის სტატუსით წარდგება.

მსოფლიო მიმების პირველ პრესკონფერენციაზე ქართული პანტომიმის ფუძემდებელი ამირან შალიკაშვილი საპატიო სტუმრის სტატუსითაა მიწვეული.

მსოფლიო მიმების ასოციაციის მიზანია, პანტომიმის, თეატრისა და ცეკვის პროფესიონალების გაერთიანება, სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული თეორიტიკოსების, პროდიუსერების, აგენტების ერთ სივრცეში შეკრება და პანტომიმის ხელოვნებასთან დაკავშირებული სფეროების წარმომადგენლებს შორის ურთიერთობების გაღვივება.

ფესტივალი 21 მარტიდან 23 მარტის ჩათვლით გაგრძელდება.