თბილისი პარაძიუდოში 18-19 მაისს გრან პრის უმასპინძლებს #1TVSPORT
თბილისი პარაძიუდოში 18-19 მაისს გრან პრის უმასპინძლებს #1TVSPORT

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში დღეს სტარტს აიღებს თბილისის გრან პრი პარაძიუდოში.

ტურნირი პარიზის 2024 წლის შემაჯამებელი სალიცენზიო შეჯიბრია. ასეთი მასშტაბური ტურნირი (400 დელეგატი) პარალიმპიური სპორტის ამ სახეობაში საქართველოში პირველად იმართება.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

-60 კგ ზურაბ ზურაბიანი

-73 კგ გიორგი ქალდანი

-90 კგ ზვიად გოგოჭური

-90 კგ ბაჩუკი შელია

+90 კგ რევაზ ჩიკოიძე

-73 კგ მიშიკო შიობრიშვილი

-90 კგ საბა ბაღდავაძე

-90 კგ გიორგი ბერიძე

+90 კგ რამინ ყიფშიძე

-57 ქეთი გილიგაშვილი

ორგანიზატორი და მასპინძელი: საქართველოს პარალიმპიური კომიტეტი.

ღონისძიება საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს და თბილისის მერიის მხარდაჭერით იმართება.

საერთაშორისო და ადგილობრივი პარტნიორები: უსინათლოთა სპორტის საერთაშორისო ფედერაცია (IBSA), ძიუდოს საერთაშოროსო ფედერაცია (IJF) და საქართველოს ძიუდოს ფედერაცია (GJF).

საინფორმაციო მხარდამჭერი – საზოგადოებრივი მაუწყებელი.