სერბეთში მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატზე ზვიად პატარიძემ საქართველოს ნაკრებს მეოთხე ოქროს მედალი მოუტანა
სერბეთის ქალაქ ნოვი სადში მიმდინარე 23 წლამდე მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა გუნდის მძიმეწონოსანმა ფალავანმა ზვიად პატარიძემ საქართველოს ნაკრებს მეოთხე ოქროს მედალი მოუტანა, კარიერაში კი ასაკობრივი ევროპის ჩემპიონის ტიტული მეექვსედ მოიპოვა.
დღესვე ზვიად პატარიძის გარდა წონითი კატეგორიების მიხედვით ევროპის ჩემპიონები ნუგზარ წურწუმია, ლევან ქავჟარაძე და გურამ ხეცურიანი გახდნენ.
ხობელმა ფალავანმა ნუგზარ წურწუმიამ 55კილოგრამ წონითი კატეგორიის ფინალში რუმინელი ფლორინ ტიტა პირველივე პერიოდში აშკარა უპირატესობით 9-0 დაამარცხა და შარშან მოპოვებული ევროპის ჩემპიონის ტიტული დაიცვა.
დღესვე საქართველოს ნაკრების წევრთაგან 77 კგ. წონით კატეგორიაში მოჭიდავე ბექა მამუკაშვილი ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.