ევროპის ჩემპიონატი ჭიდაობაში აპრილში გაიმართება

10:59, 23.12.2020

გუშინ, 22 დეკემბერს ჭიდაობის მსოფლიო გაერთიანების ტექნიკური კომისიის ონლაინსხდომა გაიმართა, სადაც ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებამდე 2021 წლის კალენდარი განაახლეს და შეცვალეს რამოდენიმე ჩემპიონატის თარიღი და ადგილი.

იანვარ-თებერვალში ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გამო არცერთი შეჯიბრება არ ჩატარდება. ევროპის ჩემპიონატი კი თებერვლის ნაცვლად 19-25 აპრილს პოლონეთში გაიმართება.

ევროპის ოლიმპიური თამაშებისათვის სალიცენზიო ტურნირი როგორც დაგეგმილი იყო 18-21 მარტს ბუდაპეშტში ჩატარდება, მსოფლიოს სალიცენზიო ტურნირმა კი ერთი კვირით გადაიწია და მას 6-9 მაისს სოფია უმასპინძლებს.

მიმდინარე ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, შესაძლოა შეჯიბრებების თარიღები და ლოკაცია კვლავ შეიცვალოს, რაც დამოკიდებული იქნება მასპინძელ ქვეყნებში არსებულ მდგომარეობაზე.

მსგავსი