მშვილდოსნობა | ქეთევან ლოსაბერიძის თასი კაცებში – ბასილაძემ, ქალებში კი ბოლოკაძემ მოიგო #1TVSPORT
სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის ორგანიზებით მშვილდოსნობაში ორი ტურნირი გაიმართა. სპორტის ამ სახეობაში ერთადერთი ქართველი ოლიმპიური ჩემპიონის, ქეთევან ლოსაბერიძის თასზე ქალთა კატეგორიაში პირველ ადგილზე – ანა ბოლოკაძე, ვაჟებში კი ანრი ბასილაძე გავიდა.
გაიმართა საქართველოს თასის გათამაშებაც, რომლის გამარჯვებული ქალთა შორის – მედეა გვინჩიძე, ხოლო ვაჟთა შორის ალექსანდრე მაჭავარიანი გახდა.
მედალოსნები ფონდის პრეზიდენტმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა დააჯილდოვა, რომელიც მშვილდოსნებს 7-წლიანი სტრატეგიული განვითარების გეგმის ცალკეული პუნქტების რეალიზებაში დახმარებას დაჰპირდა.
