ქართული ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტად გელა ბერუაშვილი მესამე ვადით აირჩიეს #1TVSPORT
ქართული ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტად გელა ბერუაშვილი მესამე ვადით აირჩიეს #1TVSPORT

დღეს, 31 მარტს „დიდუბე პლაზაში“ გაიმართა ქართული ჭიდაობის ფედერაციის ყრილობა, რომლის დღის წესრიგშიც ფედერაციის პრეზიდენტის არჩევა იყო. 

ყრილობას 37 დელეგატი დაესწრო, რომლებმაც პრეზიდენტად ერთხმად, მესამე ვადით აირჩიეს გელა ბერუაშვილი. მას ერთი კონკურენტი ჰყავდა – ვალერი პარუნაშვილი.

არჩევნების შემდეგ გელა ბერუაშვილმა პირველ არხთან სამომავლო გეგმებზე ილაპარაკა:

„ჩვენი მიზანია ქართული ჭიდაობის კიდევ უფრო პოპულარიზაცია და საერთაშორისო ორგანიზაციებში გაწევრიანება. მიუხედევად რთული პანდემიური მდგომარეობისა, მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ მეტი შიდა ტურნირი ჩავატაროთ და ვუმასპინძლოთ საერთაშორისო შეჯიბრებებს“.