მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი | უკრაინა შინ მონტენეგროსთან დამარცხდა, ესპანეთმა საბერძნეთს სძლია #1TVSPORT

23:53, 29.11.2026

საქართველო-პორტუგალიის მატჩის შემდეგ გაიმართა ამავე ჯგუფის კიდევ ორი შეხვედრა: ესპანეთმა შინ საბერძნეთს სძლია (83:74), ხოლო უკრაინა შინ მონტენეგროსთან დამარცხდა – 71:77.

ცხადია, ეს მატჩებიც იმ კუთხითაა საინტერესო, როგორ იმოქმედებს საქართველოს ნაკრების ჯგუფიდან გასვლის პერსპექტივაზე. საბედნიეროდ, ეს ის შემთხვევაა, როცა ჩვენი გუნდი საკუთარ თავზეა დამოკიდებული და პორტუგალიასთან მოგება, ფაქტობრივად, მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლას ნიშნავდა.

თუმცა საქართველო ნაკრები მუნდიალის საგზურს ოფიციალურად თებერვლის ფანჯრისას გაინაღდებს.

რაც შეეხება ესპანეთს, ისიც ისეთივე სიტუაციაშია, როგორშიც საქართველო. უკრაინამ კი მონტენეგროსთან მარცხით საქმე ძალიან გაირთულა. დარჩენილ ორ ტურში ერთი მოგებაც შეიძლება აღარ ეყოს მუნდიალზე გასასვლელად. ბევრს გადაწყვეტს უკრაინა-პორტუგალიისა და მონტენეგრო-საქართველოს თამაშები.

რაც შეეხება საბერძნეთს, უკრაინის წაგებამ მასაც შანსი გაუჩინა…

მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი
თ
გ
ფ
წ
ბშ
ქ
  • 1
    ესპანეთი ესპანეთი
    10
    7
    0
    3
    131
    17
  • 2
    საქართველო საქართველო
    10
    7
    0
    3
    41
    17
  • 3
    უკრაინა უკრაინა
    10
    6
    0
    4
    49
    16
  • 4
    პორტუგალია პორტუგალია
    10
    5
    0
    5
    25
    15
  • 5
    მონტენეგრო მონტენეგრო
    10
    5
    0
    5
    -84
    15
  • 6
    საბერძნეთი საბერძნეთი
    10
    4
    0
    6
    8
    14

26 თებერვალი

პორტუგალია – ესპანეთი

საბერძნეთი – უკრაინა

მონტენეგრო – საქართველო

პირველი მარტი

ესპანეთი – მონტენეგრო

უკრაინა – პორტუგალია

საქართველო – საბერძნეთი

მსგავსი