სერბეთის პრეზიდენტი შოვში სტიქიის შედეგად დაღუპულთა გამო ირაკლი ღარიბაშვილსა და ქართველ ხალხს უსამძიმრებს
სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი შოვში მომხდარი სტიქიის შედეგად დაღუპულთა გამო მწუხარებას გამოთქვამს და საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს სამძიმრის წერილს უგზავნის.
როგორც წერილში ალექსანდრ ვუჩიჩი აღნიშნავს, გულწრფელ თანადგომას უცხადებენ სტიქიის შედეგად დაღუპულთა ოჯახის წევრებს.
„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ კურორტ შოვში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის გამო, რომლის დროსაც ბევრი ადამიანი დაიღუპა. სერბეთის მოქალაქეების და ჩემი სახელით, ნება მომეცით, მოგისამძიმროთ თქვენ და დაღუპულთა ოჯახებს. ჩვენ გულწრფელ თანადგომას ვუცხადებთ დაღუპულთა ოჯახის წევრებს და დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ“, – ნათქვამია სერბეთის პრეზიდენტის წერილში.