სერბეთის პრეზიდენტი, ალექსანდრ ვუჩიჩი 9 სექტემბერს კოსოვოში ჩასვლას გეგმავს.
ვუჩიჩის განცხადებით, მოლაპარაკებების უმთავრესი ამოცანა მშვიდობის შენარჩუნება და სტაბილურობაა, ასევე სახელმწიფო, ტერიტორიული და ქონებრივი ინტერესების დაცვა.
სერბეთის პრეზიდენტმა ვიზიტის კიდევ ერთ მიზეზად კოსოვოსა და მეტოხიის ოლქში მცხოვრები სერბების უსაფრთხოების უზრუნველყოფა დაასახელა.
სერბეთსა და კოსოვოს შორის ეთნიკური ნიშნით დასახლებული პუნქტების გაცვლის საკითხი მედიაში უკვე რამდენიმე კვირაა აქტიურად შუქდება. კოსოვომ სერბეთისგან დამოუკიდებლობა 2008 წელს გამოაცხადა.
ბრიუსელის შუამდგომლობით მხარეებს შორის 2013 წელს ურთიერთობების ნორმალიზების მიზნით შეთანხმება გაფორმდა.