სენაკში ქარის გამო ხე წაიქცა და მიკროავტობუსს დაეცა, დაშავებულია სამი მგზავრი
სენაკში ძლიერი ქარის გამო მოგლეჯილი ხე მიკროავტობუსს დაეცა. შემთხვევის შედეგად მიკროავტობუსის სამი მგზავრი დაშავდა. სენაკის მუნიციპალიტეტის მერის, ვახტანგ გადელიას თქმით, სამივე დაშავებულის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მკურნალობას კლინიკაში აგრძელებენ.
სენაკის მუნიციპალიტეტში ქარმა დააზიანა ელექტროსადენები, რის გამოც მოსახლეობას ელექტროენერგია შეზღუდვებით მიეწოდება, წაქცეულია ხეები, რამაც შეაფერხა გზებზე მოძრაობა.
ამ დროისთვის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.