სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ მენჯში გუშინ მამა-შვილი დაიხრჩო.
შემთხვევა სოფელში, სახარბედიოს უბანში მოხდა, როცა მამა-შვილი მდინარე ცივზე საბანაოდ იმყოფებოდა.
გავრცელებული ინფორმაციით, მამა წყალში მოზარდის გადარჩენის მიზნით შევიდა, რომელიც იხრჩობოდა, თუმცა ორივე დაიღუპა.
სამძებრო-სამაშველო სამუშაოებში მაშველები და მყვინთავები მონაწილეობდნენ. ცხედრების პოვნა დღეს მოხერხდა.
ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო.