სენაკის მუნიციპალიტეტში მამა-შვილი დაიხრჩო

15:43, 29.06.2019

სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ მენჯში გუშინ მამა-შვილი დაიხრჩო.

შემთხვევა სოფელში, სახარბედიოს უბანში მოხდა, როცა მამა-შვილი მდინარე ცივზე საბანაოდ იმყოფებოდა.

გავრცელებული ინფორმაციით, მამა წყალში მოზარდის გადარჩენის მიზნით შევიდა, რომელიც იხრჩობოდა, თუმცა ორივე დაიღუპა.

სამძებრო-სამაშველო სამუშაოებში მაშველები და მყვინთავები მონაწილეობდნენ. ცხედრების პოვნა დღეს მოხერხდა.

ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო.

მსგავსი