სემეკ-ის გადაწყვეტილებით, მომხმარებლებს 84 027,72 ლარის დავალიანება ჩამოეწერებათ
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებით, მომხმარებლებს 84 027,72 ლარის დავალიანება ჩამოეწერებათ.
ენერგოომბუდსმენის მიერ წარდგენილი 107 შუამდგომლობა სემეკ-ის დღევანდელ საჯარო სხდომაზე მოქალაქეთა სასარგებლოდ დასრულდა.
საკითხები განიხილებოდა სს „თელასის“, შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისის“, შპს „სოკარ ჯორჯია გაზის“ და შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ მიმართ ხანდაზმული დავალიანებების ჩამოწერის შესახებ.